Tengiz archvadze biography of rory

თენგიზ არჩვაძე

ძიება


საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჩასწორება

დაბადების თარიღი:3 აგვისტო,
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი,   (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი წელს.

წწ. მუშაობდა კ. მარჯანიშვილის თეატრში; წწ. რუსთავის თეატრში; გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო; შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: მუსა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ბარონი (მ. გორკის "ფსკერზე"), ჯოუ პინი (ცაო იუს "ტაიფუნი"), კორნელი (კ. ჩაპეკის "დედა"), მიხეილ იაროვოი (კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), ველიკატოვი (ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები"), ოთარ ნიჟარაძე (გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი"), ალფრედ ილი (ფ. დიურენმატის "მილიარდერის ვიზიტი"), სერგო (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), ალექსანდრე (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), ოთარი (ლ. თაბუკაშვილის "ძველი ვალსი"), მეგვიჩი (ჩ. დიკენსის "დიდი იმედები"), ბელარმინი (ლ. მარიოტის "ჯორდანო ბრუნო"), ჩიჩერინი (მ. შარტოვას "30 აგვისტო"), ავტორი (ი. ჭავჭავაძის "ასი წლის წინათ"), ევგენი დევდარიანი (ა. ჩხაიძის "დღის წესრიგშია ერთი საკითხი"), დათო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), რასპუტინი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ანატოლი (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ილო (ლ. როსებას "სახლის ანგელოზები") და სხვა;  თ. არჩვაძე ასევე ნაყოფიერად მოღვაწეობდა კინოში, მან მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, აღსანიშნავია: თამაზი ("კეთილი ადამიანები"), ზაზა ("მე ვხედავ მზეს"), ნამორაძე ("შეხვედრა წარსულთან"), ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"), ბიძინა ("მალე გაზაფხული მოვა"), ალუდა ("ვედრება"), გიორგი ლოლაძე ("ჯვარცმული კუნძული"), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა"), იულონი ("წუთისოფელი"), მურზაყანი ("გათენების წინ"), ჯაბა ("ანარეკლი"), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია"), ოთარი ("როცა წვიმა გადაიღებს"), გუგუა ("ხევისბერი გოჩა"), ("ხევსურული ბალადა"), მეფე ერეკლე, მეფე ალექსანდრე ("წიგნი ფიცისა"), გეოლოგი ("ნიკა მთაში"), ("ჩემი საყვარელი პაპა") და სხვა.  წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი. თეატრისა და კინოს მსახიოიბი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., - გვ. 22; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., .- გვ. ; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: ; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., - გვ; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, გვ;  წლისსაიუბილეოთარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ.,  გვ

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • - ხელოვნების ქურუმი
    ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის
  • - პრემია "საგურამო"
  • - ღირსების ორდენი
  • - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • - საქართველოს სახალხო არტისტი
  • - საქართველოს დამსახურებული არტისტი